VIDEO: კარი და ბატლერი საუკეთესოები იყვნენ - გოგას ორლანდომ გოლდენ სტეიტს მოუგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, NBA-ის რეგულარულის მისთვის მე-15 შეხვედრაში, გოლდენ სტეიტ უორიორსს უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით მოუგო - 121:113.
იმის მიუხედავად, რომ კალიფორნიელთა ვარსკვლავებმა, სტეფ კარიმ (34 ქულა, 3 მოხსნა, 9 ასისტი) და ჯიმი ბატლერმა (33 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი) კარგი მატჩი ჩაატარეს და ორივე გუნდში საუკეთესოები იყვნენ, ფლორიდელებმა გუნდურად უკეთესად ითამაშეს და დესმონდ ბეინის (23 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი), ენტონი ბლექის (21 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი), ფრანც ვაგნერისა (18 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი) და ვენდელ კარტერის (17 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი) შედეგიანობის წყალობით, გამარჯვება თავად დაიტოვეს.
გოგამ პარკეტზე 13:54 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა. 3-დან 3-ვე ორქულიანი ჩააგდო, ამის გარდა, არც საჯარიმო და არც სამქულიანი უსვრია. თითო-თითო ჩაჭრა, ბლოკი და დაკარგვაც ჰქონდა.
15 მატჩის შემდეგ, ორლანდოელებს 8 მოგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს ინარჩუნებენ. მომდევნო თამაშს, 21 ნოემბრის 04:00 საათზე, გამართავენ კლიპერსთან, რომელმაც რეგულარული ცუდად დაიწყო - 4 მოგება და 10 მარცხი.