VIDEO: ამხანაგური ლონდონური დერბის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩელსისა და ტოტენჰემს შორის ამხანაგური ლონდონური დერბი შედგა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე ესტევაომ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი, 45-ე წუთზე, ტოტენჰემის ახალწვეულმა სანდრო ტონალიმ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე, კევინ დანსომ წითელი ბარათი მიიღო და ტოტენჰემი 10 კაცით დარჩა.
მატჩი ფრედ დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებულ დროში, რიშარლისონმა ძელიდან ასხლეტილი ბურთი ცარიელ კარში შეაგდო და ტოტენჰემს ჩელსისთან მოაგებინა.