VIDEO: აპოლომ თბილისში ევროთასზე ბარსელონა დაამარცხა!
34 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
წყალბურთის ევროთასზე საქართველოს ჩემპიონმა აპოლომ თბილისში ესპანურ ბარსელონას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 22:20 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი აპოლომ 4:3 მოიგო. ქართულმა კლუბმა მეორე პერიოდში უპირატესობა გაზარდა და დიდ შესვენებაზე სამბურთიანი სხვაობით, 11:8 გავიდა.
მესამე მეოთხედში ესპანელებმა სხვაობა აღმოფხვრეს და ანგარიში გაათანაბრეს (16:16). გადამწყვეტი რვაწუთიანი მონაკვეთი აპოლომ უკეთ ჩაატარა, ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ევროთასის პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
მომდევნო ორ შეხვედრას აპოლო სტუმრად გამართავს. 3 დეკემბერს საბერძნეთში აპოლონს დაუპირისპირდება, ხოლო 17 დეკემბერს ესპანეთში ტერასას შეხვდება.
ბარსელონასთან მატჩში აპოლოს შემადგენლობაში გოლები გაიტანეს დმიტრი ალექსეევმა (5 გოლი), ფილიპ გარდაშევიჩმა (4), ვუკ დრაშკოვიჩმა (2), საბა ტყეშელაშვილმა (2), სრდან ვუკსანოვიჩმა (2), ანდრია ბითაძემ (2), ნიკოლა მოსკოვმა (2), ხვიჩა ჯახაიამ (1), ნემანია ვიცომ (1) და მატია სლადოვიჩმა (1).
გუნდის განაცხადში ასევე იყვნენ დუშან ვასიჩი, მარტინ გარდაშევიჩი და მეკარეები იგორ ჩირკოვი და ბექა კაპანაძე.