VIDEO: არბელოას კოშმარული დებიუტი - რეალი თასიდან ალბასეტემ გააგდო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის თასის 1/8 ფინალში მეორელიგელმა ალბასეტემ საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალი მიიღო.
სტუმართა მხარეს მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ალვარო არბელოას, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ჩაბი ალონსო ჩაანაცვლა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. 42-ე წუთზე მასპინძლები რეალის აღზრდილმა ხავი ვილიარმა დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს და კომპენსირებულ დროში თავი ფრანკო მასტანტუონომ გამოიჩინა.
მეორე ტაიმშიც გოლები ბოლოსკენ გავიდა. 82-ე წუთზე ალბასეტე ხეფტე ბეტანკორმა გაიყვანა წინ, ასევე კომპენსირებულ დროში გონსალო გარსიამ წონასწორობა აღადგინა და თითქოს დამატებითი ტაიმები უნდა დანიშნულიყო.
მაგრამ 94-ე წუთზე ბეტანკორმა დუბლი შეასრულა და ალბასეტე კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, ალვარო არბელოას სადებიუტო მატჩი კი კოშმარული გამოდგა.