VIDEO: არის პირველი ადგილი! - რიდის მაგარი მატჩი და ლიდერობა ევროთასზე
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარკის რიდის ბაჰჯეშეჰირ კოლეჯმა ევროთასზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და ტურნირს ლიდერობს.
თურქულმა კლუბმა სტუმრად 96:82 აჯობა გერმანულ ულმს, რომელსაც საწყის 5 ტურში 3 მოგება ჰქონდა და თავადაც ლიდერთა შორის იყო.
ნატურალიზებულმა ქართველმა მოედანზე 23:18 წუთი გაატარა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 15 ქულა, 1 მოხსნა, 4 ასისტი. მის თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანმა, მატეუშ პონიტკამ 18 ქულა, 3 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
ბაჰჯეშეჰირს 6 ტურში 5 მოგება აქვს და გათამაშების ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. 11 ნოემბერს 3-მოგებიან ლიეტუვურ ლიეტკაბელისს უმასპინძლებენ.