VIDEO: ასისტით დაიწყო - ფონიავა ყირგიზულ კლუბში კვერკველიას შეუერთდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გამოცდილმა ნახევარმცველმა, პაპუნა ფონიავამ ყირგიზული კარიერა საგოლე მოქმედებით დაიწყო.
ყირგიზეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში, ტოქთოგულის ქართველმა ახალწვეულმა საგოლე გადაცემა შეასრულა და მის გუნდს ალაისთან ანგარიში გაათანაბრებინა, თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრა სტუმრებმა 4:2 მოიგეს.
32 წლის ფონიავა ტოქთოგულს ივლისის დასაწყისში, სპაერიდან შეუერთდა, იქამდე გარეჯი საგარეჯოს, მერანი მარტვილის, სამგურალი წყალტუბოს, ტორპედო ქუთაისის, რუსთავის, ჩიხურა საჩხერესა და დინამო ბათუმის რიგებში უთამაშია.