VIDEO: გაგუამ მეტოქის გამოგონილი პენალტი შეაგდო - გუნდს მინიმალური სხვაობით მოაგებინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ქართველების დუნაისკა სტრედამ ბოსნიურ ველეზ მოსტარს უმასპინძლა და, სწორედ ერთ-ერთი ქართველის გოლით, 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი გავიდა პენალტიდან, რომელიც ბოსნიელებმა მოიგონეს - მეკარის მიერ გაგორებული ბურთი მცველმა ხელით გააჩერა, რათა თავისუფალი დარტყმა შეესრულებინა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გიორგი გაგუამ ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს საპასუხო მატჩისთვის ერთბურთიანი უპირატესობა შეუქმნა.
გიორგის გარდა, სლოვაკთა ძირითად შემადგენლობაში იყო ცოტნე კაპანაძე, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ჩემპიონატის გასული სეზონი სტაბილურად ჩაატარა და აქტივში 4 საგოლე პასიც ჩაიწერა. საქართველოს ნაკრებში მის პოზიციაზე პრობლემების მიუხედავად, ვილი სანიოლმა ამხანაგურ შეხვედრებში მისი ნახვა არ მოისურვა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 30 ივლისს, ბოსნიაში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული, მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში, ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულ ნიდერლანდურ ტვენტეს ან უნგრულ ფერენცვაროშს შეხვდება - პირველი თამაში ბუდაპეშტელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს.