VIDEO: ქართველის ასისტი ორივე მხრიდან - უზბეკეთში საინტერესო მატჩი შედგა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უზბეკეთის სუპერ ლიგის მე-13 ტურში, ქართველთა გუნდების დაპირისპირება შედგა და ორივე მხრიდან საგოლე პასი მათ ანგარიშზეა - გიორგი ჯგერენაიას ნოვბაჰორმა ჯაბა ჯიღაურისა და გრიგოლ ჩაბრაძის ყიზილყუმთან 1:1 ითამაშა.
მე-15 წუთზე, ჯგერენაიას კარგი ჩაწოდების შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ, რასაც მეტოქემ 4 წუთში უპასუხა - ჯიღაურის კუთხურიდან მოწოდებულს ზუსტი თავური მოჰყვა.
ამპლუით მცველმა ჯგერენაიამ, რომელიც უზბეკეთში სადებიუტო სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში მე-2 საგოლე მოქმედება შეასრულა (1 გოლი, 1 ასისტი), ხოლო შემტევ ჯიღაურისთვის მე-3 საგოლე მოქმედებაა (2 გოლი, 1 ასისტი).
სხვათა შორის, ნოვბაჰორის მთავარი მწვრთნელი წარმოშობით ქართველი ტიმურ კაპაძეა, რომელმაც უზბეკეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და შემდეგ ფაბიო კანავაროთი ჩაანაცვლეს.
13 ტურის შედეგებით, ნოვბაჰორს 21 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და სამეულს 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო ყიზილყუმი, 14 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 2 ქულითაა დაშორებული.