ატლანტა ჰოუქსსა და ნიუ იორკ ნიქსს შორის დაძაბული შეხვედრა შედგა და ატლანტას გამარჯვებით 109-108 დასრულდა. ჯორჯიელებს ჯეილენ ჯონსონმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 24 ქულა. 10 მოხსნა და 8 ასისტი.
ნიუ იორკელთა მხრიდან საუკეთესო ოუჯეი ანუნობი იყო, რომელმაც 29 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სერიაში ატლანტა დაწინაურდა (2-1).
სერიაში დაწინაურდა მინესოტა ტიმბერვულვზიც, რომელმაც დენვერ ნაგეტსს 113-96 მოუგო (2-1). წაგებულ გუნდში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა და 15 მოხსნა, მინესოტას კი ქულებში აიო დოსუნმუ ულიდერა 25 ქულით.
გუნდებს შორის შემდეგი მატჩები 26 აპრილს გაიმართება.