VIDEO: ბეტისი ფლორენციაში მინიმალური უპირატესობით მიდის
01 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბეტისმა ესტადიო ბენიტო ვილამარინზე ფიორენტინა მიიღო და 2-1 დაამარცხა.
ანგარიში მე-6 წუთზე აბდე ეზალზულიმ გახსნა, 64-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე ანტონიმ გაზარდა.
73-ე წუთზე ერთი ბურთი ლუკა რანიერიმ გაქვითა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა.
საპასუხო მატჩის წინ ესპანელებმა მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ფინალისტის ვინაობა მაინც ფლორენციულ შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც 8 მაისს შედგება.