VIDEO: ბეტოს დუბლი - ჩელსიმ ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ევერტონმა ჰილ დიკინსონის სტადიონზე ჩელსის უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე მერსისაიდელების მხრიდან ბეტომ გახსნა და მასპინძლებს პირველი ტაიმი მოაგებინა.
62-ე წუთზე ბეტომ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და დუბლი შეასრულა, 76-ე წუთზე კი ილიმან ნდიაიემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა და ევერტონმა ჩელსი 3-0 დაამარცხა.
ლონდონელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-4 მატჩი წააგეს (2 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 პრემიერ ლიგაში).
ევერტონმა ამ მოგებით 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ჩელსისთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, ლიამ როსენიორის გუნდი კი 48 ქულით მე-6 ადგილზეა და ლივერპულს 1 ქულით ჩამორჩება.