NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ბოსტონ სელტიკსს შეხვდა და 20-ქულიანი სხვაობით, 96-76 დაამარცხა.
პარკეტზე 21 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ორლანდოს 23 ქულითა და 8 მოხსნით ფრანც ვაგნერმა ულიდერა.
მეჯიქი 80 მატჩში 40 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციაზეა და პლეი-ინის ზონაშია.
VIDEO: სანდროს 11 ქულა და გამარჯვება ბოლო წამზე - სპურსმა გოლდენს მოუგო