NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 111-114 დაამარცხა.
23 წუთი მიეცა სათამაშოდ სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც 11 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
გოლდენიდან გამორჩეულები სტეფ კარი (30 ქულა) და ჯიმი ბატლერი (28 ქულა) იყვნენ, თუმცა ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
სპურსმა კი ჰარისონ ბარნსის (20 ქულა) ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით მოიგო.
სან ანტონიო 80 მატჩში 33 გამარჯვებით დასავლეთ კონფერნეციაში მე-13 ადგილზეა, გოლდენი კი 47 გამარჯვებით მე-7 პოზიციას იკავებს და პლეი-ინის ზონაშია.
VIDEO: ბითაძის 21 წუთი - ორლანდომ ბოსტონს მოუგო
სანდროს მომენტები (1:45, 3:05, 8:20)