VIDEO: ჩელსიმ LAFC დაამარცხა, ბოკა-ბენფიკა უხვგოლიანი გამოვიდა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში ჩელსი ლოს ანჯელეს FC-ს დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.
ლონდონელთა მხრიდან გოლები პედრუ ნეტუმ და ენცო ფერნანდესმა გაიტანეს. ნეტუს საგოლე გადაცემა ნიკოლას ჯექსონმა გაუკეთა, ენცოს კი ახალწვეულმა - ლიამ დელაპმა.
ჯგუფის მეორე თამაშში ბრაზილიურმა ფლამენგომ ესპერანს ტუნისს 2-0 მოუგო დე არასცაეტასა და ლუის არაუხოს გოლებით.
საინტერესო მატჩი გაიმართა ბოკა ხუნიორსსა და ბენფიკას შორის, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და 2-2 დასრულდა.
არგენტინელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ მიგელ მერენტიელისა და ბატალიას გოლებით, თუმცა ლისაბონელებმა არგენტინელების დახმარებით (დი მარია, ოტამენდი) შეძლეს ქულის მოპოვება.
გუნდებმა მატჩი 10-10 კაცით დაასრულეს, მსაჯმა მოედნიდან ბელოტი და ფიგალი გააძევა.