ლა ლიგის 34-ე ტურში ვილიარეალმა ლევანტე 5:1 გაანადგურა.
ესტადიო დე ლა სერამიკაზე მეტოქის განადგურებაში მონაწილეობა გიორგი მიქაუტაძემ დუბლით მიიღო, რომლისთვისაც ეს ლა ლიგაში მე-10 და მე-11 გოლები აღმოჩნდა.
ქართველმა ბომბარდირმა მეტოქის კარი 38-ე და 68-ე წუთებზე აიღო.
ვილიარეალმა ამ გამარჯვებით 68 ქულა დააგროვა და მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის გაინაღდა, ლევანტე კი 33 ქულით გასავარდნ ზონაშია.
პირველი გოლი:
მეორე გოლი: