VIDEO: EFL თასზე უხვგოლიან ლონდონურ დერბიში არსენალმა იმარჯვა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის კარაბაო თასის (EFL) ნახევარფინალის პირველ მატჩში ლონდონური დერბი გაიმართა, სადაც ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე არსენალი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-7 წუთზე დეკლან რაისის ჩამოწოდებულ კუთხურს ბენ უაითის გოლი მოჰყვა, არსენალმა ტაიმი ამ გოლით მოიგო.
მეორე ტაიმი სწრაფი გოლით დაიწყო. 49-ე წუთზე არტეტას გუნდს ორბურთიანი უპირატესობა ვიქტორ გიოკერესმა მოუტანა. 57-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ალეხანდრო გარნაჩომ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 71-ე წუთზე მარტინ სუბიმენდიმ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
83-ე წუთზე ჩელსის არგენტინელმა შემტევმა დუბლი შეასრულა და ემირეითსზე გასამართი განმეორებითი მატჩის წინ ლურჯებს უკეთესი შანსი დაუტოვა (2-3).
გუნდებს შორის მეორე მატჩი 4 თებერვალს გაიმართება, სადაც კარაბაო თასის ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.