ნიიდერლანდების ჩემპიონატში ნეიმეგენმა ექსელსიორს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანი გახლდათ, რომლის აქტივშიც მიმდინარე სეზონში უკვე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ნახევარმცველი საგოლე პასების რაოდენობით ლიგაში საუკეთესოა.
პირველი ტაიმის მიწურულს ქართველი ფეხბურთელის მიერ შესრულებული ზუსტი საგოლე პასით დავიდ გარდენმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში მატჩი ფრედ დასრულდა.