VIDEO: ეფექტური დარტყმით გაიტანა - მარგველაშვილმა ოკლენდს ქულა გადაურჩინა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოკლენდ რუთსის ქართველმა მცველმა, გაგი მარგველაშვილმა აშშ-ის რანგით მე-2 ლიგის, USL Championship-ის 29-ე ტურში, მე-2 ადგილოსან ნიუ მექსიკოს გაუტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა.
ოკლენდელები ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს სტუმრად ხვდებოდნენ და 1:3-ს აგებდნენ 82-ე წუთისთვის, როცა მარგველაშვილმა ლამაზი დარტყმით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.
28 წლის მარგველაშვილი კალიფორნიულ გუნდში 2024 წლის იანვარში გადავიდა - გასულ სეზონში 28 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტი ჰქონდა, წელს კი 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და პირველი გოლი შეაგდო.
მისი გუნდი 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა - 29 ქულა აქვს და პლეი-ოფის ზონას 7 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ერთ-ერთ კონკურენტ და მასზე 1 ადგილით ზემოთ მყოფ ლექსინგტონს უმასპინძლებს.