VIDEO: გიორბელიძის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა - ერდოღანმაც მიულოცა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურამ გიორბელიძის ერზურუმსპორმა თურქეთის სუპერ ლიგის საგზური მოიპოვა.
ქართველი მარცხენა მცველის გუნდმა, პირველი ლიგის 36-ე ტურში, სტუმრად ბოდრუმსპორთან 1:1 ითამაშა და იმის გამო, რომ მე-3 ადგილოსანმა ამედსპორმა თავისი მატჩი წააგო, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება გაინაღდა.
კლუბს აღნიშნული წარმატება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, მიულოცა.
"ერზურუმსპორმა, რომელიც სუპერ ლიგაში დაწინაურდა, ამ სეზონში თავისი ფეხბურთით ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა. ისინი ჩემს გულწრფელ მილოცვასაც იმსახურებენ. ასევე, ვულოცავ ჩემს ყველა ძმასა და დას ერზურუმიდან, ყველა დადაშის ხალხს. ერზურუმსპორს სუპერ ლიგაში წარმატებებს ვუსურვებ", - დაწერა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
გიორბელიძემ, ტრადიციულად, მოედანზე 90 წუთი გაატარა - პირველი ლიგის მიმდინარე სეზონის 36-დან 34 ტურში ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია.
ჩემპიონატის 36 ტურის შემდეგ, ერზურუმსპორს 23 მოგება, 10 ფრე და 3 წაგება აქვს, ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ეროკსპორს - 6-ით, ხოლო მესამეადგილოსან ამედსპორს 7 ქულით უსწრებს.
ერზურუმული კლუბი თურქული ფეხბურთის ელიტას 5-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება - ბოლოს სუპერ ლიგაში 2020-21 წლების სეზონში იასპარეზა და მე-18 ადგილით გავარდა.