ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში სანტანდერის რასინგი ანდორას ესტუმრა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი გულიაშვილი, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა.
ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, მე-16 წუთზე კი იდენტური გოლი გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა, ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა მას ანდრეს მარტინმა გაუკეთა.
ქართველის დუბლის მიუხედავად, რასინგმა ტაიმის მოგება ვერ მოახერხა და 2 გოლი გაუშვა (2-2), მეორე ტაიმში კი 4 უპასუხო გოლი გაუშვა და 6-2 განადგურდა.
გიორგი გულიაშვილის ანგარიშზე ბოლო 2 მატჩში 3 გოლია, ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში კი სულ 5 გოლი დაუგროვდა.
სანტანდერის რასინგი 34 მატჩში მოპოვებული 62 ქულით ლა ლიგა 2-ის ცხრილის სათავეშია და ლა ლიგაში დაწინაურების მთავარი კანდიდატია.