VIDEO: გუნდში საუკეთესო იყო - ბოლდუინმა ბაიერნს რთული გასვლითი მატჩი მოაგებინა
09 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კამარ ბოლდუინმა, გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურში, მაგარი მატჩი ჩაატარა და მიუნხენის ბაიერნს რთული გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბავარიელებმა ვეხტას 3-ქულიანი სხვაობით აჯობეს - 77:74.
ნატურალიზებული ქართველი თავის გუნდში საუკეთესო იყო და 18:33 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მის პერფორმანსზე ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა გორდონ ჰერბერტმა თქვა: "როდესაც 13 ქულით ვაგებდით, კამარ ბოლდუინი დაბრუნდა მოედანზე. მან თამაშში დაგვაბრუნა და, ოსკარ და სილვასთან ერთად, გუნდი წინ გაიყვანა".
ბაიერნმა 6-დან მე-5 თამაში მოიგო და მხოლოდ ლიდერ ტრირს ჩამორჩება. ტრირმა 7 მატჩი ჩაატარა და 6 გამარჯვება აქვს. მიუნხენელები მომდევნო ტურში, 23 ნოემბერს, მე-13 ადგილოსან ულმს ესტუმრებიან.