VIDEO: ჰაიდენჰაიმმა მოიგო - სამი გუნდის ბრძოლა გადარჩენისთვის
10 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი კიოლნს ესტუმრა და 1-3 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა, 37-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ჰაიდენჰაიმმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ბოლო ტურის წინ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი დაიტოვა.
გადამწყვეტი მატჩების წინ გადარჩენისთვის მებრძოლ ერთდროულად სამ გუნდს აქვს ერთნაირი რაოდენობის ქულები, აქედან ორი კი ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება.