VIDEO: ინდიანამ გაათანაბრა - ჩემპიონი მე-7 თამაშში გაირკვევა
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის სუპერფინალში ინდიანა პეისერსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერს შორის სერიის მე-6 მატჩი გაიმართა.
გამარჯვების შემთხვევაში ოკლაჰომა ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა ინდიანამ მეტოქე 108-91 დაამარცხა სერიაში ანგარიში გაათანაბრა (3-3).
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ობი ტოპინმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა, პასკალ სიაკამი კი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 16 ქულა, 13 მოხსნა.
ასე რომ, წლევანდელი ჩემპიონის ბედი მე-7 თამაშში გაირკვევა, რომელიც 23 ივნისს გაიმართება.
ეს NBA-ის სუპერფინალში 2016 წლის შემდეგ პირველი მე-7 შეხვედრა იქნება. მაშინ კლივლენდ კავალიერსმა გოლდენ სტეიტ უორიორსთან სერია 3-1-დან მოატრიალა და ჩემპიონი გახდა.