VIDEO: კალაფიორისა და ბრუნოს გოლები - არსენალმა ლიდსს დაუქამბექა
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში არსენალმა ემირეითსზე ლიდსი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.
55-ე წუთზე გაბრიელ გუდმუნდსონის პასის შემდეგ ლიდსი ჯეიმს ჯასტინმა დააწინაურა, თუმცა სტუმართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა.
62-ე წუთზე რიკარდო კალაფიორიმ ანგარიში გაათანაბრა, საგოლე გადაცემა კი ბენ უაითმა მიითვალა.
70-ე წუთზე დეკლან რაისის ეფექტური პასის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ბრუნო გიმარაესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და არსენალს მორიგი 3 ქულა მოუპოვა.
ამ გამარჯვებით მიკელ არტეტას გუნდს 15 ქულა დაუგროვდა და ლიდერ მანჩესტერ სიტის გაუთანაბრდა, რომელიც ამ ტურში თავის მატჩს ენფილდზე ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარებს.