VIDEO: კარერასისა და მბაპეს გოლები - რეალმა მესტალიაზე იმარჯვა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში ვალენსიამ მესტალიაზე მადრიდის რეალს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.
65-ე წუთზე ალვარო კარერასი მარცხენა ფლანგიდან ვალენსიელთა საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა.
რეალმა მინიმალური უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა, კომპენსირებულ დროში კი ბრაჰიმ დიასის პასის შემდეგ თამაშს წერტილი კილიან მბაპემ დაუსვა და საბოლოო ანგარიში (0-2) დააფიქსირა.
ფრანგმა შემტევმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ვედათ მურიქისთან 8-გოლიანი უპირატესობით ლიდერობს.
რაც შეეხება მადრიდის რეალს, ალვარო არბელოას გუნდი 57 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 1 ქულით ჩამორჩება.