VIDEO: კარიერული გრანდ სლემი - ალკარასმა AO-ს ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური დაპირისპირება გაიმართა.
საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი კარლოს ალკარასი და დიდი სლემების ყველაზე მეტჯერ მომგები ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 3 საათი და 5 წუთი გაგრძელდა და ესპანელის გამარჯვებით 4 სეტში დასრულდა (2-6, 6-2, 6-3, 7-5).
კარლოს ალკარასი 22 წლისა და 272 დღის ასაკში გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაცი მოთამაშე, რომელმაც კარიერული გრანდ სლემი შეასრულა და ოთხივე დიდი ტურნირი მოიგო.
ის ასევე გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო. სერბს აქამდე 10-დან 10 ფინალი ჰქონდა მოგებული.
ესპანელის კარიერაში ეს დიდი სლემის მე-7 ტიტულია. კარლოსს ამერიკის ღია პირველობა, უიმბლდონი და როლან გაროსი 2-2-ჯერ აქვს მოგებული.
ქალთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ელენა რიბაკინა გახდა, რომელმაც ფინალში არინა საბალენკა დაამარცხა.