VIDEO: ხორვატიის მძიმე გამარჯვება და პირველი სამი ქულა მუნდიალზე
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის L ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ხორვატიამ პანამა 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ანტე ბუდიმირმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით ხორვატიამ პირველი 3 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-3 ადგილს იკავებს, წინ ინგლისი და განა არიან 4-4 ქულით.
ბოლო ტურში ხორვატიას ჯგუფიდან გასასვლელად განას დამარცხება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი მესამე ადგილზე გავა და მესამე ადგილით გასვლის იმედი უნდა ჰქონდეს.
ამ ეტაპზე, ორი ტურის შემდეგ, საუკეთესო მესამეადგილოსნების ცხრილში ხორვატია მე-3 ადგილს იკავებს.