VIDEO: კოკეს გასროლა და ობლაკის საოცარი მოგერიება - ატლეტიკომ ჟირონას მოუგო
21 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში ჟირონა ატლეტიკოს დაუპირისპირდა და 0-3 დამარცხდა.
მადრიდელთა მხრიდან გოლები კოკემ, კონორ გალაჯერმა და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს. განსაკუთრებით ლამაზი იყო კოკეს გოლი, რომელმაც შორეული დარტყმით ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა.
გოლების გარდა კიდევ ერთი გამოსარჩევი მომენტი იან ობლაკს ეკუთვნის, რომელმაც 23-ე წუთზე აქსელ ვიტსელის დარტყმა საოცრად მოიგერია.
ატლეტიკომ ამ მოგებით 37 ქულა დააგროვა და ლაივ ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.