VIDEO: მადრიდული დერბი რეალმა მოიგო - სუპერკოპას ფინალში კლასიკოს ვიხილავთ
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში მადრიდული დერბი შედგა და მეორე ფინალისტი გამოვლინდა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე ფედე ვალვერდემ ბრწყინვალე ჯარიმა შეასრულა და იან ობლაკის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.
55-ე წუთზე ურუგვაელმა უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა, სხვაობა კი ორამდე როდრიგომ გაზარდა, რომელმაც ატლეტიკოს მცველები ჩამოიშორა და სლოვენიელთან ერთი ერთზე გასულმა თავი გამოიჩინა.
აქედან 3 წუთში ალექსანდერ სორლოტმა თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ატლეტიკომ დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა.
მადრიდული დერბი რეალის გამარჯვებით დასრულდა და ჩაბი ალონსო სუპერკოპას ფინალში გავიდა, სადაც ბარსელონას დაუპირისპირდება.