VIDEO: მამუს 18 ქულა ყოფილ გუნდთან - ტორონტომ მილუოკის მოუგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში მილუოკი ბაქსი ტორონტო რეპტორსს დაუპირისპირდა და 105-111 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ბრენდონ ინგრამმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
24 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა სკოტ ბარნსმა, ტორონტოდან მე-3 შედეგი კი სანდრო მამუკელაშვილს ჰქონდა, რომელმაც ყოფილ გუნდთან 18 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
ქართველმა მოთამაშემ პარკეტზე 36 წუთი გაატარა, თამაშში 12-დან 8 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 6-დან 6 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი.
ტორონტო რეპტორსი 28 მატჩში 17 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.