VIDEO: მარცხი აშშ-სთან - 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში აშშ-ის 20-წლამდელთა ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.
ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში გამართული მატჩის 41-ე წუთზე, დიმიტრი ღურწკაიამ პენალტი მოიპოვა, თუმცა კაპიტანმა სანდრო ნარიმანიძემ მისი რეალიზება ვერ შეძლო. ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა - ბრის ჯეიმისონმა შეაგდო.
თამაშის დასრულების შემდეგ, უმცროს ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა შეფასებები გააკეთეს - სტატიის ბოლოს ვიდეოა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ მატჩს 9 ივნისს, ქალაქ ნისპორენში, მოლდოვის წინააღმდეგ ჩაატარებს.