VIDEO: მარცხი მურსიაში - შერმადინის გუნდი საპლეიოფო ზონაშია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ, ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში, მე-3 ადგილოსან მურსიასთან 6-ქულიანი სხვაობით წააგო - 80:86.
ქართველი ცენტრი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 24:50 წუთში - 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა. მასზე უფრო მაღალი მაჩვენებელი პატი მილსსა (23 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი) და დევიდ დეჯულიუსს (23 ქულა, 1 მოხსნა, 7 ასისტი) ჰქონდათ.
28 ტურის შემდეგ, ტენერიფეს 17 მოგება აქვს და ცხრილის მე-6 ადგილს ინარჩუნებს - მე-9 ადგილოსან ბილბაოსთან სხვაობა 2 მოგებაა. ცნობისთვის, პლეი-ოფში საუკეთესო 8 გუნდი გადის.
კანარიელები მომდევნო ტურში, 2 მაისს, ერთ-ერთ აუტსაიდერ 7-მოგებიან ანდორას უმასპინძლებენ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩი აქვთ ლიეტუვურ რიტასთან (7 მაისს).