ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის მე-7 ადგილოსანმა, სამგურალმა თურქულ შეკრებაზე უზბეკურ ლოკომოტივ ტაშკენტს 2:0 მოუგო.
წყალტუბოელთა მხრიდან ანგარიში, მე-12 წუთზე, გიორგი გოგოლაშვილმა გახსნა, მეორე ნახევარში კი 18 წლის საბა ჩხეტიანმა შეაგდო.
გიორგი ონიანის გუნდმა თურქულ შეკრებაზე მე-2 მატჩი გამართა და ორივე თავის სასარგებლოდ დაასრულა - ლოკომოტივ ტაშკენტამდე, სომხურ ალაშკერტს 3:1 მოუგეს.
იმერული კლუბი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონს 2 მარტს, გაგრასთან გასვლითი შეხვედრით იწყებს.