VIDEO: მესიიი! არგენტინელის ბრწყინვალე ჯარიმა პორტუს კარში
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ინტერ მაიამისა და პორტუს მატჩი ამერიკული გუნდის გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
პირველი ტაიმი პორტუგალიელებმა სამუს ზუსტი პენალტის დახმარებით მოიგეს, მეორე ტაიმში კი ინტერმა თამაშს მოტრიალება შეძლო. პირველი გოლი სეგოვიამ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი კი ლეო მესის ანგარიშზეა. არგენტინელმა 54-ე წუთზე თავისი გუნდი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით წინ გაიყვანა და ანგარიში 2-1 გახადა. საბოლოოდ მესიმ თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ეს არგენტინელის კარიერაში 68-ე ჯარიმიდან გატანილი გოლია.