VIDEO: მესის ბოლო მატჩი მშობლიურ მიწაზე? არგენტინამ ზამბია გაანადგურა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუენოს აირესში გამართულ ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრები ზამბიას დაუპირისპირდა.
მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ ეს სავარაუდოდ ლიონელ მესისთვის არგენტინის მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩი იქნება მშობლიურ მიწაზე.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-4 წუთზე ალბისელესტე ხულიან ალვარესმა დააწინაურა, ტაიმის ბოლოს კი, 43-ე წუთზე სხვაობა ორამდე ლიონელ მესიმ გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, 50-ე წუთზე ზამბიის კარში პენალტი დაინიშნა, რომლის დარტყმაც მესიმ ნიკოლას ოტამენდის დაუთმო, რომლისთვისაც სავარაუდოდ ასევე ბოლო მატჩი იყო არგენტინაში.
ბენფიკას მცველმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3-0 გახადა. 68-ე წუთზე დომინიკ ჩანდას ავტო-გოლით სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, კომპენსირებულ დროში კი ვალენტინ ბარკომ მატჩის საბოლოო ანგარიში (5-0) დააფიქსირა.