იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: მოჰამედ სალაჰის ჰეთ-თრიქი და განადგურებული ჩემპიონი
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: მოჰამედ სალაჰის ჰეთ-თრიქი და განადგურებული ჩემპიონი

21 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მოჰამედ სალაჰმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ტრაბზონსპორმა საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი გალათასარაი 4:0 გაანადგურა და სტამბოლურ გუნდს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.


სალაჰმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, მან ბურთი მოედნის ცენტრიდან წაიღო და შეტევა მშვიდი, ზუსტი დარტყმით დაასრულა.


39-ე წუთზე ეგვიპტელი უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა და ნოაჰ სავიოლოს გაატანინა, რომელმაც საჯარიმოს შიგნიდან გაიტანა.


44-ე წუთზე სალაჰმა ფრანკულინო ჯუს გადაცემით კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და ზუსტი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა. შედეგად, გუნდი, რომელსაც ეგვიპტელი გასულ თვეში შეუერთდა, შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდა.


სალაჰმა ჰეთ-თრიქი მე-80 წუთზე შეასრულა, მან ბურთით მოედნის ნახევარზე მეტი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარა და მისთვის დამახასიათებელი ზუსტი დარტყმით გაიტანა.


გალათასარაის მთავარი მწვრთნელი ოკან ბურუქი 71-ე წუთზე ტრიბუნაზე გააძევეს, ხოლო 87-ე წუთზე ლესლი უგოჩუკვუმ წითელი ბარათი მიიღო.


ტრაბზონსპორი ამ კვირაში გერმანელმა სპეციალისტმა თომას რაისმა ჩაიბარა. მან ფათიჰ თექე შეცვალა, რომელმაც კლუბი მიმდინარე თვის დასაწყისში დატოვა.


ტრაბზონსპორი 6 მატჩში 10 ქულით მე-7 ადგილზეა და ლიდერებს, ამედსპორსა და გალათასარაის, 3 ქულით ჩამორჩება.


მოჰამედ სალაჰი კი 7 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას გიფტ ორბანთან ერთად ლიდერობს.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გალათასარაი
სალაჰი
ტრაბზონსპორი
თურქეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ევროპა ლიგის რომელი მატჩი ჩატარდება საქართველოში? - მიზეზი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროპა ლიგის რომელი მატჩი ჩატარდება საქართველოში? - მიზეზი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანუჩარ მარკოიშვილის მოგებათა სერია გალათასარაიში

•კალათბურთი

კალათბურთი

მანუჩარ მარკოიშვილის მოგებათა სერია გალათასარაიში
•კალათბურთი

კალათბურთი

თურქული მედიის აღიარებიდან ლაზარეთამდე - რა დრო გაუცდება ახალგაზრდა მცველს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

თურქული მედიის აღიარებიდან ლაზარეთამდე - რა დრო გაუცდება ახალგაზრდა მცველს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 ნოე, 2026

ევროპა ლიგის რომელი მატჩი ჩატარდება საქართველოში? - მიზეზი ცნობილია

News image

02 ნოე, 2026

მანუჩარ მარკოიშვილის მოგებათა სერია გალათასარაიში

News image

08 ნოე, 2026

თურქული მედიის აღიარებიდან ლაზარეთამდე - რა დრო გაუცდება ახალგაზრდა მცველს

News image

15 ნოე, 2026

VIDEO: საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება