ბუენოს აირესში არგენტინისა და მავრიტანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართა.
შეხვედრაში ანგარიში ნაჰუელ მოლინას ჩაწოდების შემდეგ ენცო ფერნანდესმა გახსნა, 32-ე წუთზე კი ნიკო პასმა საჯარიმო დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.
ლიონელ მესი სათადარიგო სკამზე იყო და თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთო, თუმცა არგენტინელებს მატჩის მეორე ნახევარში გოლი აღარ გაუტანიათ.
სამაგიეროდ კომპენსირებულ დროში ჯორდან ლეფორტმა ერთი ბურთი გაქვითა და მავრიტანიელებისთვის რესპექტაბელური ანგარიში 2-1 დააფიქსირა.
არგენტინის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს პირველ აპრილს ზამბიასთან გამართავს.