გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ბაიერნმა ალიანც არენაზე ვოლფსბურგს უმასპინძლა და 8-1 გაანადგურა.
მიუნხენელთა მხრიდან გოლები დიასმა, ოლისემ (დუბლი), გერეირომ, კეინმა და გორეცკამ გაიტანეს, ორი გოლი კი ავტოგოლით გავიდა.
ამ მოგებით ვინსენ კომპანის გუნდმა 44 ქულა დააგროვა და მდევარ დორტმუნდს სატურნირო ცხრილში 11 ქულით უსწრებს.
ბომბარდირთა დავას 20 გოლით ჰარი კეინი ლიდერობს, 9-9 გოლით კი მეორე ადგილს მაიკლ ოლისე და ლუის დიასი იყოფენ.