ჩემპიონთა ლიგის წილისყრის პარალელურად, მონაკოში კამერებმა ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტესა და ატლეტიკოს პრეზიდენტ ენრიკე სერესოს საიდუმლო საუბარი დააფიქსირეს.
ეს შეხვედრა განსაკუთრებით სკანდალურია იმ ფონზე, რომ რამდენიმე საათით ადრე ატლეტიკომ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ბარსელონას კატეგორიული უარი საჯაროდ შეუთვალა.
გაცდენილი ვარჯიშები და ფლიკის გეგმა
ჰანსი ფლიკი ალვარესს რობერტ ლევანდოვსკის იდეალურ შემცვლელად განიხილავს. სიტუაციას ამწვავებს ისიც, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა მადრიდელთა ბაზაზე ვარჯიში ოფიციალურად ავადმყოფობის მიზეზით ზედიზედ მეორედ გააცდინა. მიუხედავად ატლეტიკოს მფლობელების მკაცრი პოზიციისა, კულისებში გადაღებული კადრები ამტკიცებს, რომ კატალონიური კლუბი მეგა-ტრანსფერზე მუშაობას არ წყვეტს და ნებისმიერი გზით ცდილობს მოლაპარაკებების დაწყებას.