კამარ ბოლდუინის ბაიერნმა, ევროლიგის მე-5 ტურში, ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ფენერბაჰჩესთან 15-ქულიანი სხვაობით - 73:88 დამარცხდა.
ნატურალიზებულმა ქართველმა პარკეტზე 25:03 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 3 ასისტი დააკლდა - 11 ქულა, 3 მოხსნა და 7 ასისტი. აღსანიშნავია, რომ მატჩში ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა მის ანგარიშზეა.
5 ტურის შემდეგ, ბავარიელებს 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ. მომდევნო ტურში ოლიმპიაკოსს მიუნხენში მიიღებენ - 24 ოქტომბერს.