VIDEO: პირველად ბოლო 4 წელიწადში - ბასილაშვილი 1/2 ფინალშია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციაზე ჩინელი ლუსა და იტალიელი სინას დამარცხებით ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც 1/16 ფინალში რეიტინგის მე-60 ნომერ მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდა.
ქართველისა და სერბის მატჩი 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ ბასილაშვილის გამარჯვებით 2 სეტში დასრულდა (7-6, 6-4).
ნიკოლოზი ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის მე-40 ნომერ, 30 წლის ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპს შეხვდა.
ქართველისა და ნიდერლანდელის დაპირისპირება 1 საათი და 27 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 2 სეტში იმარჯვა (6-4, 7-5).
ქართველი ჩოგბურთელი ჩენგდუს ტურნირის 1/4 ფინალში რეიტინგის 77-ე ნომერ, 25 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის დაუპირისპირდა.
ქართველისა და ამერიკელის მატჩი 1 საათსა და 34 წუთში დასრულდა და ნიკოლოზმა 2 სეტში (6-4, 7-6) მოიგო.
პირველად ბოლო 4 წელიწადში, ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის 29-ე ნომერ, ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას შეხვდება.
ქართველისა და ესპანელის მატჩი 28 სექტემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.