VIDEO: პირველივე ტაიმში დამთავრებული საქმე - სიტიმ ფულემი გაანადგურა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ფულემი მიიღო.
შეხვედრა ქალაქელების გამარჯვებით 3-0 დასრულდა და სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.
24-ე წუთზე ანგარიში ანტუან სემენიომ გახსნა, 30-ე წუთზე ნიკო ო'რაილიმ გაზარდა სხვაობა ორამდე, სემენიომ ამჯერად საგოლე პასი მიითვალა. 39-ე წუთზე კი თავისი მორიგი გოლი ერლინგ ჰალანდმაც გაიტანა და პირველი ტაიმისა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22-ე გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავას იგორ ტიაგოსთან 5-გოლიანი უპირატესობით ლიდერობს.
პეპ გვარდიოლას გუნდი კი სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ არსენალს 3 ქულით ჩამორჩება, რომელიც ამ ტურში ბრენტფორდს გასვლაზე დაუპირისპირდება.