VIDEO: პლეიოფები დაიწყო - გალათასარაიმ იუვენტუსი გაანადგურა
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში გალათასარაიმ სტამბულში იუვენტუსი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე გაბრიელ სარამ გახსნა, ერთ წუთში კი ტეუნ კოოპმაინერსმა წონასწორობა აღადგინა. 32-ე წუთზე ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, იუვემ კი პირველი ტაიმი 1-2 მოიგო.
მეორე ტაიმში გალათასარაიმ ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენა და 4 უპასუხო გოლი გაიტანა. 49-ე წუთზე ნოა ლანგმა ანგარიში გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი დევინსონ სანჩესმა მასპინძლები წინ გაიყვანა.
75-ე წუთზე კელის შეცდომის შემდეგ, ნოა ლანგმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა, 86-ე წუთზე კი საშა ბოეიმ მატჩის საბოლოო ანგარიში (5-2) დააფიქსირა.