საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში გადადებული ფრანგული კლასიკა გაიმართა.
მარსელმა სტად ველოდრომზე პარი სენ-ჟერმენი მიიღო და 1-0 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-სგან 6.6 შეფასება დაიმსახურა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე ნაიფ აგუერმა გაიტანა და საბოლოოდ მარსელს 3 ქულაც მოუპოვა.
პარი სენ-ჟერმენმა კი მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო.
მატჩის პარალელურად პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს, სადაც პარიზელთა თავკაცი, ლუის ენრიკე წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
5' აგუერი 1-0