VIDEO: ფრე ლივერპულთან - ტოტენჰემის წაგებათა სერია ენფილდზე დასრულდა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში ლივერპული ენფილდზე ტოტენჰემს დაუპირისპირდა.
ანგარიში მე-18 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ გახსნა. უნგრელმა ვიკარიოს კარი საჯარიმო დარტყმით აიღო, თუმცა იტალიელი მეკარის არადამაჯერებელ თამაშზეც შეიძლება საუბარი.
ლივერპული 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა 90-ე წუთზე რანდალ კოლო მუანის პასის შემდეგ ექს-ევერტონელმა, რიშარლისონმა ანგარიში გაათანაბრა და ტოტენჰემს ქულა მოუპოვა.
ამ ფრით პრემიერ ლიგაში ტოტენჰემის 5-მატჩიანი, ხოლო ყველა ტურნირზე 6-მატჩიანი წაგებათა სერია დასრულდა.
ლივერპულს გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულში შესვლა შეეძლო, თუმცა ამჯერად 49 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ასტონ ვილას 2 ქულით ჩამორჩება. იგორ ტუდორის გუნდს კი მე-16 ადგილზე 30 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მყოფ ვესტ ჰემს სწორედ 1 ქულით უსწრებს.