VIDEO: ქართული დაპირისპირება NBA-ში - მამუს გუნდმა გოგას გუნდს სუპერ დაძაბულად მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და ურთულეს შეხვედრაში 107:106 დაამარცხა. მამუმ და გოგამ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს.
მამუკელაშვილი საერთოდ რეპტორსის ძირითად ხუთეულში იყო, ხოლო ბითაძე, რომელიც 3 მატჩის შემდეგ დაბრუნდა, ორლანდოს ცვლილებიდან დაეხმარა და პარკეტზე ჯამურად 15:50 წუთი გაატარა.
სანდროს აქტივში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი გახლდათ (ასევე 1-1 ჩაჭრა და ბლოკი), გოგამ კი თავის გუნდს 2 ქულა და 5 მოხსნა შესძინა (ასევე 2 ბლოკი).
რაც შეეხება თავად თამაშს, ორლანდო მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყო და 21 ქულითაც იგებდა, მაგრამ კანადელებმა ბოლო მეოთხედში სხვაობა დაქაჩეს და, სუპერ დაძაბული ფინიშის ფონზე, 1-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.
კარიერის მე-4 სამმაგი დუბლი შეასრულა ორლანდოელთა ლიდერმა პაოლო ბანკერომ (23 ქულა, 15 მოხსნა, 10 ასისტი), მასზე მეტი ქულა ენტონი ბლექს ჰქონდა (27 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი), ტორონტოელთა მხრიდან კი ჯამალ შიდი (19 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი), ბრენდონ ინგრამი (17 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი), გრეიდი დიკი (15 ქულა, 1 მოხსნა) და სკოტი ბერნსი (13 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი) გამოირჩნენ.
შედეგად, რეპტორსმა მე-20 მატჩი მოიგო, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. ორლანდოს 18 მოგება აქვს და ამავე კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა.
ორლანდო ზედ ქართული ახალი წლის ათვლისას, 1-ელი იანვრის 00:00 საათზე, გოგას ყოფილ გუნდ ინდიანა პეისერსს ესტუმრება, ტორონტო კი რამდენიმე საათში, 04:30-დან, დენვერ ნაგეთსს მიიღებს.