VIDEO: რეალმა დაძაბული კლასიკო მოიგო და ბარსელონასთან უპირატესობა გაზარდა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე სეზონის პირველი ელ კლასიკო გაიმართა.
როგორც რეალისა და ბარსელონას დაპირისპირებას შეეფერება, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
მე-12 წუთზე კილიან მბაპემ გოლის გატანა შეძლო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე თამაშისა და პასის შემდეგ, ფრანგმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა და რეალი წინ გაიყვანა.
38-ე წუთზე არდა გიულერმა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, მარკუს რაშფორდის პასის შემდეგ კი ფერმინ ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა.
43-ე წუთზე ვინისიუსის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ედერ მილიტაომ თავით პასი გააკეთა, ჯუდ ბელინგემი კი ბარსელონას ცარიელ კართან მარტო დარჩა და გოლი მარტივად გაიტანა.
პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. 52-ე წუთზე კილიან მბაპეს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ვოიცეხ შჩესნიმ ფრანგის დარტყმული მოიგერია.
მატჩის ბოლოს პედრიმ ორელიან ჩუამენისთან უხეშად ითამაშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ამას მოედანზე დაძაბულობა მოჰყვა. ურთიერთშელაპარაკება საფინალო სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა.
რეალს ამ გამარჯვების შემდეგ 27 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ ბარსელონას უკვე 5 ქულით უსწრებს.
კილიან მბაპემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა, ბარსელონას კი ფრანგმა კარიერაში მე-12 გოლი გაუტანა.