VIDEO: რომის მასტერსის ფინალში სინერი და ალკარასი გავიდნენ
17 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერსზე გაირკვა თუ ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ფინალში.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში კარლოს ალკარასმა ლორენცო მუსეტი 2 სეტში (6-3, 7-6) დაამარცხა, მეორე წყვილში კი იანიკ სინერმა ტომი პოლს 3 სეტში (1-6, 6-0, 6-3) აჯობა.
ესპანელი და იტალიელი ერთმანეთს მეთერთმეტედ შეხვდებიან, მასტერსის ფინალში კი ეს მათი პირველი დაპირისპირება იქნება.
ურთიერთშეხვედრებში კარლოსს აქვს უპირატესობა (6-4), ალკარასმა ტურში ბოლო 3 მატჩი იტალიელს მოუგო. მათ შორის ბოლო შეხვედრაში იანიკმა გაიმარჯვა Six Kings Slam-ზე, თუმცა ეს თამაში ოფიციალურ სტატისტიკაში არ ითვლება.
სინერი კარიერაში მასტერსის მე-7 ფინალს ითამაშებს, მას 26-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და 2025 წელს დაუმარცხებელია. ბოლო მოთამაშე, რომელმაც მას მოუგო, სწორედ კარლოსი იყო გასულ სეზონში ბეიჯინგის ტურნირის ფინალში.
ალკარასისთვის ეს მასტერსის მე-8 ფინალი იქნება. ამ წელს ის თიხის საფარზე ჩატარებული ყველა ტურნირის ფინალში გავიდა. მისი სტატისტიკა 2025 წელს ამ საფარზე 14-1 არის.
ორივე მოთამაშე რომის მასტერსის ფინალში პირველად ითამაშებს. მატჩი 18 მაისს 14:00 საათზე გაიმართება.