VIDEO: სადებიუტო გოლი საფრანგეთში - ქვილითაიამ შესვლიდან წამებში გაიტანა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქვილითაიამ ფრანგულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველების მეცი შინ პარიზთან 1:3 დამარცხდა და ლიგა 1-ში დარჩენის შანსი ფაქტობრივად ნულამდე შეუმცირდა.
გიორგი წიტაიშვილი მეცელთა ძირითადში იყო და სრულად ითამაშა, აბუაშვილი განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ქვილითაია თამაშში 30-ე წუთზე ჩაერთო და რამდენიმე წამში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ქვილითაიამ ლიგა 1-ის მე-6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯამში მოედანზე 182 წუთი გაატარა და 1 გოლი აქვს აქტივში.
მეცს, ყველა ტურნირზე - 15, ხოლო უშუალოდ ლიგა 1-ში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და უმაღლესში ადგილის შენარჩუნების შანსი ფაქტობრივად აღარ შერჩა - დასრულებამდე 4 ტურით ადრე, დასარჩენ საპლეიოფო ზონას 10 ქულით ჩამორჩება და უდიდესი სასწაულის იმედადღა შეიძლება იყოს.
26 აპრილს გუნდი სტუმრად ლე ავრს შეხვდება, რის შემდეგაც მონაკოსა და ლორიენს მიიღებს, ხოლო ნიცასთან გასვლით მატჩს ჩაატარებს.