VIDEO: სარეიტინგო ტურნირი - 17-წლამდელთა ნაკრებმა სან მარინო დაამარცხა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის B ლიგის პირველი მატჩში, სან მარინოს გუნდს 4:1 მოუგო.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქე გუნდის მცველმა, ვიქტორ ჟურდენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მაგრამ მალევე სანდრო მიქაუტაძემ და რეზი გაზდელიანმა ჩვენი გუნდი 2 ბურთით დააწინაურეს. საბოლოო ანგარიში კი გიორგი ჯამარაულმა დააფიქსირა.
საქართველო: მათე ჭელიძე, ლუკა შარიქაძე (ანზორ ცირამუა; 77), საბა კილაძე, ანდრია ლოლუა, ალიკა გეთიაშვილი, ალექსანდრე კუნჭულია, გიორგი გერგედავა, სავა ავდოევი, ნიკოლოზ ხატოიანი (გიორგი ჯამარაული; 63), რეზი გაზდელიანი (ლევან კალაძე; 77), სანდრო მიქაუტაძე (არი დემირი; 84). მთ. მწვრთნელი: სანდრო კობახიძე.
კობახიძის გუნდი შემდეგ მატჩს 13 აპრილს, აკვავივაში, გამართავს ანდორასთან, რომელმაც უელსთან ფრედ ითამაშა - 0:0.
ცნობისთვის, სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.